fbpx

მერიასთან აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

თბილისის მერიასთან სამოქალაქო აქტვისტები საპროტესტო აქციას მართავენ. ქტიივსტები გლდანის გამგებლის, ლევან ნაროუშვილის გადადგომის მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ნაროუშვილის სახელი ძალადობასთან ასოცირდება, შესაბამისად, ისინი მიიჩნევენ, რომ მას თანამდებობაზე ყოფნის უფლება არ აქვს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ნაროუშვილი ნაცვლად იმისა რომ დასჯილიყო, მერთან მეგობრობის ამო, ის დააწინაურეს და გლდანის გამგებელი გახდა.

“ეს არის ძალადობის წახალისება და ორმაგი სტანდარტი. მაშინ როცა ჩვენ პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები არაფერს ვაკეთებთ, გვაპატიმრებენ და გვსჯიან”, – აცხადებს ლაშა  ჩხარტიშვილი.

აქციაზე ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტსსაც. კერძოდ, მომიტინგეებს მერიის შენობაში შესვლა და კახა კალაძის სახელზე განცხადების დაწერა სურდათ, რაც ადგილზე მყოფ პოლიციასთან სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა.

ცნობისთვის, ლევან ნაროუშვილმა 2017 წელს თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა ფაქტის ამსახველი კადრები 2019 წელს გავრცელდა. ნაროუშვილის წინააღმდეგ საქმეც იყო აღძრული, თუმცა მან მხოლოდ გაფრთხილება მიიღო, რის შემდეგაც ის დააწინაურეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება