fbpx

გიორგი ვოლსკი – მარიამ ლაშხის ასეთი გააფთრებული ბულინგი, მით უფრო ქალების მონაწილეობით, უზნეობა იმიტომაცაა, რომ იგი ერთი მცირეწლოვანის დედაა და მეორეზეა ფეხმძიმედ

მარიამ ლაშხის ასეთი გააფთრებული, დაუნდობელი ბულინგი, მით უფრო ქალების მონაწილეობით, უზნეობა იმიტომაცაა, რომ იგი ერთი მცირეწლოვანის დედაა და მეორეზეა ფეხმძიმედ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ვოლსკი აღნიშნავს, კიდევ კარგი ის დრო არაა, როდესაც ამ სექტისათვის წამების იარაღები იყო ხელმისაწვდომი
„მარიამ ლაშხის ასეთი გააფთრებული, დაუნდობელი ბულინგი, მითუფრო ქალების მონაწილეობით, უზნეობა იმიტომაცაა, რომ იგი ერთი მცირეწლოვანის დედაა და მეორეზეა ფეხმძიმედ. კიდევ კარგი ის დრო არაა როდესაც ამ სექტისათვის წამების იარაღები იყო ხელმისაწვდომი“ – წერს ვოლსკი Facebook-ზე.
ვოლსკი ეხმიანება „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის ფეისბუქგვერდზე „სინამდვილეში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ ნოდარ მელაძის ჟურნალისტი ნატო ქაჯაია ღიად ჩაერთო ქალი პოლიტიკოსის ბულინგის კამპანიაში.
აქვე აღნიშნულია, რომ არც სახალხო დამცველი, არც გენდერულ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები ამ დრომდე არ ინტერესდებიან აღნიშნული დისკრედიტაციული კამპანიით, რომელიც შინაარსობრივად სექსისტურია.
„ნოდარ მელაძის ჟურნალისტი, ნატო ქაჯაია ღიად ჩაერთო ქალი პოლიტიკოსის, მარიამ ლაშხის ბულინგის კამპანიაში. ის „დაინტერესდა“, რატომ ითხოვა უმრავლესობის წევრმა პარლამენტის თავმჯდომარისგან მისი საპარლამენტო გამოსვლისას დროის დამატება.
სინამდვილეში ნატო ქაჯაიამ გააგრძელა ქალი პოლიტიკოსის ბულინგის და შეურაცხყოფის ის კამპანია, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ და მათ მიერ კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა გუშინდელი დღიდან დაიწყეს.
სამწუხაროა, რომ არც სახალხო დამცველი, არც გენდერულ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები ამ დრომდე არ ინტერესდებიან აღნიშნული დისკრედიტაციული კამპანიით, რომელიც შინაარსობრივად სექსისტურია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება