fbpx

გივი მიქანაძე: ფაქტია, რომ ხაბეიშვილმა მერაბიშვილს და კეზერაშვილს მოლოდინები გაუწბილა


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთ ღრმა კრიზისშია, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს.

მისი თქმით, ხაბეიშვილმა მერაბიშვილს და კეზერაშვილს მოლოდინები გაუწბილა და დაპირებებიდან 1 პროცენტიც ვერ შეასრულა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთი ღრმა კრიზისი აქვს, რომლიდანაც არანაირი გამოსავალი არ არსებობს. ფაქტია, რომ ხაბეიშვილმა მერაბიშვილს და კეზერაშვილს მოლოდინები გაუწბილა. ფაქტია, რომ ხაბეიშვილმა მისი დაპირებებიდან 1 პროცენტიც ვერ შეასრულა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ისევ მწვავე დაპირისპირებაა. ახალი თავმჯდომარის პირობებში, პარტიის ორი ფლანგის წევრებს უკვე პარტიული თანამდებობების გადანაწილება უჭირთ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება