საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთ ღრმა კრიზისშია, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს.
მისი თქმით, ხაბეიშვილმა მერაბიშვილს და კეზერაშვილს მოლოდინები გაუწბილა და დაპირებებიდან 1 პროცენტიც ვერ შეასრულა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთი ღრმა კრიზისი აქვს, რომლიდანაც არანაირი გამოსავალი არ არსებობს. ფაქტია, რომ ხაბეიშვილმა მერაბიშვილს და კეზერაშვილს მოლოდინები გაუწბილა. ფაქტია, რომ ხაბეიშვილმა მისი დაპირებებიდან 1 პროცენტიც ვერ შეასრულა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ისევ მწვავე დაპირისპირებაა. ახალი თავმჯდომარის პირობებში, პარტიის ორი ფლანგის წევრებს უკვე პარტიული თანამდებობების გადანაწილება უჭირთ.