fbpx

გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ  სააკაშვილი ნამდვილად ეწევა ელექტრონულ სიგარეტს-რატი ბრეგაძე

შემიძლია დაგიდასტუროთ ინფორმაცია, რომ  მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად ეწევა ელექტრონულ სიგარეტს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა  რატი ბრეგაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით ბრეგაძემ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ „სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, სავარაუდოდ, ელექტროსიგარეტის დიდი ოდენობით მოხმარებამ გამოიწვია“.

„კონკრეტულად რა იწვევს ჯანმრთელობაზე დადებით თუ უარყოფით შედეგს, მე, როგორც არაექიმს, პასუხის გაცემა გამიჭირდება, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ ინფორმაცია, რომ იგი ნამდვილად ეწევა ელექტრონულ სიგარეტს,განაცხადა რატი ბრეგაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება