fbpx

გიკ­რძა­ლავთ ჩემ სახ­ლში მოთ­რე­ვას, ვატო წე­რე­თე­ლი, გეს­მის ხომ?-ნათია ფანჯიკიძე ტვ,,პირველს,, მიმართავს

“იმე­დის” ჟურ­ნა­ლის­ტის ზარი მირ­ჩევ­ნია, თუ თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტის კარ­ზე ბრა­ხუ­ნი, ავირ­ჩიო?“ – ასე იწყე­ბა ფსი­ქო­ლოგ ნა­თია ფან­ჯი­კი­ძის სტა­ტუ­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რო­მელ­ზეც “ტვპირ­ვე­ლი“ ჰყავს მო­ნიშ­ნუ­ლი. ცხა­რე დის­კუ­სი­ი­დან, რო­მე­ლიც ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მე­უღ­ლის სტა­ტუს­ზე გა­ი­მარ­თა, ირ­კვე­ვა, რომ დღეს, ტე­ლე­ვი­ზი­ის ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძეს სახ­ლში კარ­ზე ბრა­ხუ­ნით ეს­ტუმ­რა. ის მისი სახ­ლის მი­სა­მარ­თზე რე­გის­ტრი­რე­ბულ შპს-ს ეძებ­და.

“სო­ლო­ლაკ­ში ვცხოვ­რობ. გიკ­რძა­ლავთ ჩემ სახ­ლში მოთ­რე­ვას და­უ­პა­ტი­ჟებ­ლად ყვე­ლას. ვატო წე­რე­თე­ლი, გეს­მის ხომ? თუ დაგ­პა­ტი­ჟო ყა­ვა­ზე და გა­ვი­ა­როთ ეს სა­კი­თხი?

გავ­ჩუმ­დი, შემ­ჭა­მეს, ხმა ამო­ვი­ღე შემ­ჭა­მეს. ამა­თი აგენ­ტე­ბი ხომ ყვე­ლა არ­ჩევ­ნე­ბის თუ ყვე­ლა მი­ტინ­გის წა­მო­წყე­ბი­სას გარ­შე­მო მირ­ბე­ნენ და მზვე­რა­ვენ და “აზ­რებს იკ­ვლე­ვენ…” თქვე სა­ცო­და­ვე­ბო, ჩუმ-ჩუ­მე­ლა ხალ­ხი არ ვართ ჩვენ. თუ რა­მეს და­ა­პი­რებს, დავ­წერ. მა­ნამ­დე მა­ცა­დეთ ვი­ცხოვ­რო ამ ქვე­ყა­ნა­ში. ჩემი ოთხი ზრდას­რუ­ლის და ერთი თი­ნას­გან შემ­დგა­რი ოჯა­ხი­დან სამი აშშ-ში მუ­შა­ობს. არ წა­ვალ თქვენს ჯი­ნა­ზე…

გა­მე­ორ­დე­ბა ასე­თი რამ, ვუ­რე­კავ პო­ლი­ცი­ას. კარ­გად იცო­დეთ ყვე­ლამ, არ ხართ და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი. ეს სახ­ლთან ალ­ყე­ბი რო­მელ კა­ნონ­ში წე­რია, ეგეც თან წა­მო­ი­ღეთ ხოლ­მე. მი­ლი­ონ ადა­მი­ანს აქვს და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იუ­რი­დი­ულ მი­სა­მარ­თად სახ­ლის მი­სა­მარ­თი, მე მგო­ნი “კა­მა­რას“ პირ­ვე­ლი მი­სა­მარ­თიც, სა­ნამ ოფი­სი გვექ­ნე­ბო­და, ბი­ნის მი­სა­მარ­თი იყო და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ეს არ იძ­ლე­ვა სა­ფუძ­ველს შე­მოჭ­რის”, – წერს ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე, რო­მელ­საც კო­მენ­ტა­რებ­ში ნო­დარ მე­ლა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მი­მო­წე­რა “ფე­ის­ბუ­ქის” სტა­ტუს­ზე:

ნო­დარ მე­ლა­ძე: ნა­თია, ჟურ­ნა­ლის­ტი ეძებ­და კომ­პა­ნია “კრა­ტოს ჯგუფს“, რო­მე­ლიც აღ­მოჩ­ნდა, რომ თქვენს ბი­ნა­შია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე: და რა კომ­პა­ნია ყო­ფი­ლა, რამ და­გა­ინ­ტე­რე­სათ? რამე უკა­ნო­ნოა? გინ­და კომ­პა­ნი­ას რა უფ­ლე­ბით ად­გე­ბი, თუ უკა­ნო­ნო არა­ფე­რია და მი­თუ­მე­ტეს, რომ მე არ ვი­ცო­დი, თო­რემ თქვენ ნამ­დვი­ლად გა­და­სა­რე­ვად იცით, რომ რო­გორც და­რე­გის­ტრირ­და, ისე გდია ეგ რა­ღაც კომ­პა­ნია. კი­დევ უკეთ იცით, რომ აქ ვცხოვ­რობ. და თუ აქამ­დე არ იცო­დით, ახლა კარ­გად და­ი­მახ­სოვ­რეთ, რომ მე აქ ვცხოვ­რობ. ალ­ბათ წე­რეთ­ლებ­მაც არ იცი­ან, სად ვცხოვ­რობ, ხომ?

კარ­ზე ბრა­ხუ­ნი იყო, შპს რა­ღაც აქაა? მე ვუ­თხა­რი გვერ­დით კარ­ში (არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ფირ­მაა და ვი­ფიქ­რე, მათ ეძე­ბენ-მეთ­ქი) იმათ უთხრეს, – ჩვენ არ ვარ­თო და მიბ­რა­ხუ­ნებს ისევ – “ტვ პირ­ვე­ლი­დან“ ვართ, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მო­ძებ­ნა­ში ვერ დაგ­ვეხ­მა­რე­ბით? ვუ­თხა­რი, ვერა, ძვი­რია ბი­ლე­თი ნიუ-იორ­კამ­დე. და არ იცით ეს შპს რა­ღაც? მე ვუ­თხა­რი, პირ­ვე­ლად მეს­მის. მოკ­ლედ, და­ვუ­რე­კე ირაკ­ლის და აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ და­სა­ხე­ლე­ბის შპს მარ­თლა შე­უქ­მნია, მაგ­რამ შპს არ მუ­შა­ობს. რო­გორც შექ­მნა, ისე მი­აგ­დო და შე­სა­ბა­მი­სად, მეც აზ­რზე არ ვი­ყა­ვი. ხოდა, სა­ნამ, არ ვიცი, ამ­ჯე­რად ვისი შეკ­ვე­თით ან რით ვერ გა­ვი­წყდე­ბით ვერ­ცერთ მხა­რეს, დე­ტექ­ტივს და­წერთ, თხოვ­ნა მაქვს, კარს იქი­დან რომ ვამ­ბობ, ბო­დი­ში, პირ­სა­ხო­ცით ვარ და ვერ ვა­ღებ კარს, აი, ეგ იდუ­მა­ლად მი­ხატ-მო­ხა­ტოთ, რომ ჩემი მშვე­ნი­ე­რი ხმა კოხ­ტად ის­მო­დეს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის გა­რე­შე.

ნო­დარ მე­ლა­ძე: ნა­თია, კომ­პა­ნია კრაფ­ტოს ჯგუ­ფის მი­სა­მარ­თად რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია ამაღ­ლე­ბის ქუჩა 12 ბინა 38, რე­ეტრში წე­რია, რომ აქ არის კომ­პა­ნი­ის მი­სა­მარ­თი. მო­ვე­დით ოფის­ში და დაგ­ვხვდა თქვე­ნი ბინა. მგო­ნი, გა­სა­გე­ბად აგიხ­სე­ნით. თქვენ თუ არ იცით, რომ თქვენს ბი­ნა­ში კომ­პა­ნი­აა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, ძაან უც­ნა­უ­რია. რე­ესტრში მო­ნა­ცე­მე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის დროს მე­სა­კუთ­რის თან­ხმო­ბაა სა­ჭი­რო.

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე: ძა­ლი­ან კარ­გად იცი, რომ ეს ჩემი სახ­ლია და ვცხოვ­რობ, ისიც კარ­გად იცი, სად არის ირაკ­ლის ოფი­სი. ასე­ვე ისიც იცი, რომ ირაკ­ლი არაა თბი­ლის­ში. და სხვა­თა შო­რის, თვე­ე­ბის წინ დო­მი­ნი­კის ფორბსთან ინ­ტერ­ვიუ რომ წამ­ლად ჩა­აგ­დე და წინ სა­ოც­რე­ბე­ბი წა­უმ­ძღვა­რე “კრა­ხით წა­სულ მი­ნის­ტრზე”, სა­ო­ცა­რი გა­და­ცე­მა გა­ა­კე­თე, თით­ქოს რა­მეს უკა­ნო­ნოს აკე­თებ­დეს ირაკ­ლი, მა­გა­ზე არც ვი­კად­რე კი­თხვა და­მეს­ვა ან რამე მეთ­ქვა. აი, სახ­ლში ბრა­ხა-ბრუ­ხი კი ნა­მე­ტა­ნია. თო­რემ გა­და­ცე­მა არ გამ­კვირ­ვე­ბია, ნე­ტავ რო­მელ­მა შე­უკ­ვე­თა – თქო, – გა­ვი­ფიქ­რე და იქვე და­ვი­ვი­წყე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება