fbpx

გია გაბრიჭიძე იგორ დოდონის დაკავებაზე: სად არის დემოკრატია, რატომ სდუმს მოლდოვას სახალხო დამცველი? რატომ არ შფოთავს კუბილაუსი, სად არიან არასამთავრობოები?

გია გაბრიჭიძე იგორ დოდონის დაკავებაზე: სად არის დემოკრატია, რატომ სდუმს მოლდოვას სახალხო დამცველი? რატომ არ შფოთავს კუბილაუსი, სად არიან არასამთავრობოები? „სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია, რომ ოლიგარქი ცდილობს, მაშინდელ მოლდოვის პრეზიდენტს გადასცეს შავი პაკეტი, რომელშიც სავარაუდოდ თანხა იდო“. კარგით რა ხალხო, კარგით რა.

როგორ შეიძლება რაღაც შავი პაკეტისთვის დ პრეზიდენტის დაკავება? იმ ფულით, რაც იმ პაკეტში სავარაუდოდ იყო, იქნებ პიჯაკები უნდა ეყიდა? – ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის დაკავებას. „მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი 72 საათით დააკავეს. იგორ დოდონი სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი. „სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია, რომ ოლიგარქი ცდილობს, მაშინდელ მოლდოვის პრეზიდენტს გადასცეს შავი პაკეტი, რომელშიც სავარაუდოდ თანხა იდო“.

კარგით რა ხალხო, კარგით რა. როგორ შეიძლება რაღაც შავი პაკეტისთვის პრეზიდენტის დაკავება? იმ ფულით, რაც იმ პაკეტში სავარაუდოდ იყო, იქნებ პიჯაკები უნდა ეყიდა? რა წესია 21-ე საუკუნეში „სახელმწიფო ღალატის“ მუხლის არსებობა? სად არის დემოკრატია, რატომ სდუმს მოლდოვას სახალხო დამცველი? რატომ არ შფოთავს კუბილაუსი, სად არიან არასამთავრობოები? იქნებ ავად არის? მოლდოვას „ემპათია“ რატომ არის ჩირგვებში? რატომ სდუმს მოლდოვას „კრიტიკული მედია“, მრავალ-ხუთკაციანი აქციები რატომ არ იმართება?“ – წერს გაბრიჭიძე facebook – ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია