fbpx

EU4Culture პროექტის ფარგლებში, ქუთაისის კულტურის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის დოკუმენტის საჯარო პრეზენტაცია გაიმართა

EU4Culture პროექტის ფარგლებში, ქუთაისის კულტურის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის დოკუმენტის საჯარო პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე, Creative Solution-ის აღმასრულებელი დირექტორი ზვიად მჭედლიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების, ქალაქის კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლები. კულტურის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის პირველი სამუშაო ვერსია, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლების ჩართულობით, რამდენიმე დღის მანძილზე განიხილებოდა. აღნიშნულ შეხვედრებზე გამოიკვეთა პრიორიტეტები, ინიციატივები და დაზუსტდა სტრატეგიის განვითარების ძირითადი მიმართულებები. „დღეიდან ქუთაისს აქვს კულტურის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, რომლის განხორციელებით ჩვენს ქალაქში შესაძლებელი იქნება კულტურის სფეროს და შემოქმედებითი ინდუსტრიების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლა. EU4Culture კულტურის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის მთავარი აქცენტია, რომ ის ტრადიციები, კულტურა, რომელიც ქუთაისს გააჩნია, უფრო განახლებული გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობას. კულტურის განვითარების სტრატეგია ხელს შეუწყობს ქალაქის მრავალმხრივ განვითარებას და წინსვლას. ამ საქმეში მხარს გვიჭერს ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთათვისაც ნათელია ქუთაისის როლი მსოფლიო კულტურასა და ცივილიზაციაში. მალე გამოვლინდება , თუ ვინ გაიმარჯვებს საგრანტო კონკურსში და მჯერა, რომ ევროკავშირის გრანტს სწორედ ქუთაისი მოიპოვებს!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება