fbpx

გია გაბრიჭიძე: დღეს, სულხან მოლაშვილის დაბადების დღეა. ვერცერთმა ნაცმა და სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე “მოტირალებმა” ქუჩაში გამოსვლაც ვერ უნდა გაბედონ

,,მახსოვს 2009 წელს “საკნების აქციის” დროს, მიუხედავად იმისა რომ ჯანმრთელობა ძალიან ჰქონდა შერყეული, “ქუჩის გაზეთის” რედაქციის საკანთან მოდიოდა და გაზეთის გამოშვებაში გვეხმარებოდა,” – წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე.

როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, ნაცებმა და სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის მსურველებმა გარეთ გამოსვლაც ვერ უნდა გაბედონ.

,,დღეს სულხან მოლაშვილის დაბადების დღეა. ბოკერია ისევ ყელყელაობს, მისი პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი ბოძებზე ჩამოკიდებით იმუქრება. სახალხო დამცველები და არასამთავრობოები ისე არიან გართული დემოკრატიის მშენებლობაში, რომ ამ დამნაშავეების ბოგინს ვერ ამჩნევენ
მახსოვს 2009 წელს “საკნების აქციის” დროს, მიუხედავად იმისა რომ ჯანმრთელობა ძალიან ჰქონდა შერყეული, “ქუჩის გაზეთის” რედაქციის საკანთან მოდიოდა და იმ პოლიტიკანებისგან განსხვავებით, რომლებიც პარლამენტის წინ პოდიუმზე უკანალს აქიცინებდნენ, რომლებიც დღეს სწორედ ბოკერიების და გრიგალაშვილების გვერდით დგანან, გაზეთის გამოშვებაში გვეხმარებოდა.
დღეს ვერცერთმა ნაცმა, ბოკერიებმა, მათთან მიტმასნილებმა და მითუმეტეს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე “მოტირალებმა” არამც თუ ტელევიზიებში მოთქმა და მუქარა, ქუჩაში გამოსვლაც ვერ უნდა გაბედონ,” – წერს გაბრიჭიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება