fbpx

გია გაბრიჭიძე: ამ სიტყვებს ამბობს იმ პარტიის ლიდერი, რომლის ბელადმა მტრისთვის ჩაბარებულ ათობით სოფელს “ქვების გროვა” უწოდა

გია გაბრიჭიძე: ამ სიტყვებს ამბობს იმ პარტიის ლიდერი, რომლის ბელადმა მტრისთვის ჩაბარებულ ათობით სოფელს “ქვების გროვა” უწოდა, გაოცების გრძნობა გეუფლება, როცა იხსენებ ამ ე.წ. პარტიის სიძულვილს ყოველგვარი ქართულის მიმართ ,,გაოცების გრძნობა გეუფლება, როცა იხსენებ ამ ე.წ. პარტიის სიძულვილს ყოველგვარი ქართულის მიმართ, ბოროტებას და ზიზღს მართლმადიდებლობის მიმართ, ქართული განათლების და კულტურის მოსპობას, გარყვნილებას, მომხვეჭელობას, ახალგაზრდების ტერორში ჩაყენებას და კიდევ ათას უბედურებას გიკვირს ის თავხედობა, რითაც დღეს ცხოვრობენ,’’- ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ნიკა მელიას facebook სტატუს. როგორც გაბრიჭიძე წერს, ნაციონალური მოძრაობა ქვეყნისთვის ცუდის მეტს არაფერს აკეთებდა და კიდევ უფრო მეტი ცუდის გაკეთება სურდათ. ,,ნიკა მელია – რატომ ვეძახით უსამშობლოებს? იმიტომ რომ თავად გააკეთეს ეს არჩევანი, როცა უარი თქვეს სამშობლოზე და კოლაბორაციაში შევიდნენ ოკუპანტთან. როცა იქცნენ მტრის იარაღად საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ. ერთის შეხედვით კარგად არის ნათქვამი, მაგრამ როცა დაფიქრდები იმაზე, რომ ამ სიტყვებს ამბობს იმ პარტიის ლიდერი, რომლის ბელადმა მტრისთვის ჩაბარებულ ათობით სოფელს “ქვების გროვა” უწოდა, გაოცების გრძნობა გეუფლება. როცა იხსენებ ამ ე.წ. პარტიის სიძულვილს ყოველგვარი ქართულის მიმართ, ბოროტებას და ზიზღს მართლმადიდებლობის მიმართ, ქართული განათლების და კულტურის მოსპობას, გარყვნილებას, მომხვეჭელობას, ახალგაზრდების ტერორში ჩაყენებას და კიდევ ათას უბედურებას გიკვირს ის თავხედობა, რითაც დღეს ცხოვრობენ. კონსტანტინე გამსახურდიამ უსამშობლო ფარსმან სპარსს თვითმოძრავი ჭური უწოდა. ფარსმან სპარსსაც კი უფრო მეტი მორალი ჰქონდა ვიდრე ამ ხალხს, რომლებიც ქვეყნისთვის, სამშობლოსათვის ცუდის მეტს არაფერს აკეთებდნენ და კიდევ მეტი ცუდის გაკეთება სურთ,’’- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება