fbpx



გვაქვს ინფორმაცია, რომ ,,ევროპულმა საქართველომ,, და ნაცმოძრაობამ ემზარ კვიციანი და ადა მარშანია კენჭისყრას ჩამოაშორეს…” – კობახიძე

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” უარი თქვეს კენჭისყრაში მონაწილეობაზე. მანამდე ორი დამოუკიდებელი დეპუტატი ჩამოაშორეს კენჭისყრას, უშუალოდ პირველი მოსმენის წინ კი ემზარ კვიციანი, მეორე მოსმენამდე ადა მარშანია.

ორივე პარტია მუშაობდა. მეტ დეტალებში აღარ შევალ, სხვებზეც მუშაობდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ჩვენ გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. მეორე მოსმენის წინ გვითხრეს, რომ ადა მარშანია რაჭაში იმყოფებოდა და წნევის გამო ვერ ჩამოდიოდა, გადავამოწმეთ და იყო ქობულეთში-განაცხადა ირაკლი კობახიძემ

გაუზიარე!

0Shares
0 0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია