fbpx

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პროკურატურის წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით და ვადამდელი წოდების მინიჭებით დააჯილდოვა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პროკურატურის წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით და ვადამდელი წოდების მინიჭებით დააჯილდოვა.

საქართველოს პროკურატურის სამ თანამშრომელს – თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორს ლალი კუსრაშვილს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსს მამუკა ფიფიას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილეს პაატა ჯახუტაშვილს სამსახურებრივი მოვალეობის განსაკუთრებულად კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად შესრულებისთვის, პროკურატურის სისტემაში ერთგული და ხანგრძლივი საქმიანობისთვის, ყველაზე მაღალი და საპატიო ჯილდო – საქართველოს პროკურატურის საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭათ და შესაბამისი სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდნენ.

გაუზიარე!

Shares