fbpx

გახარია იბრძვის ქართული ოცნება ჩამოაცილოს 43 პროცენტიან მაჩვენებელს-მამუკა მდინარაძე

,,ქართული ოცნების,,უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე-მათთვის, ვინც ჯერ კიდევვერ გაერკვა, ვის მოედანზე თამაშობს გიორგი გახარია: 1. “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, მისი(ვე) განცხადებით, გადადგა იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის დაკავება ვერ გადაავადა. 2. უკიდურესად დაძაბული და კრიტიკული ვითარების დროს, ეს არ შედიოდა არც სახელმწიფოს, არც “ქართული ოცნების” ინტერესებში და კიდევ უფრო ამძაფრებდა სიტუაციას.3. მისი გადადგომა აწყობდა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას. მათი რეაქციებიც ამასვე მოწმობდა. 4. თავისი ქმედებით მან საკუთარი გუნდი უდიდესი დარტყმის ქვეშ დააყენა. 5. მისგან დღემდე არ მოგვისმენია რეალური, რაციონალური, დამაჯერებლობის მინიმალური ხარისხის არგუმენტიც კი, – რას შეცვლიდა მელიას დაკავების 2-3 დღით გადადება.მხოლოდ ორი ვარიანტია:❗️ეს ყველაფერი ვერ გაანალიზა, შეეშინდა და საკუთარი გუნდი ამიტომ მიატოვა ან ❗️შეგნებულად ითამაშა ნაციონალური მოძრაობის თამაში და უღალატა საკუთარ გუნდს. პირადად ჩემთვის (არსებული უტყუარი და ლოგიკური ინფორმაციების გარეშეც კი) პასუხი მარტივია…რაც შეეხება მომავალს – გახარია იბრძვის იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე:❗️რამდენიმე დეპუტატი გაიყვანოს რამდენიმე რაიონის საკრებულოშიან ❗️ქართული ოცნება ჩამოაცილოს 43 პროცენტიან მაჩვენებელს, – ანუ აქაც ნაციონალური მოძრაობის თამაში ითამაშოს. პასუხი ამ შემთხვევაშიც მარტივია:წარმოუდგენელია ნაციონალებისთვის გადამდგარი გახარიას მისია მისი პარტიის რამდენიმე წარმომადგენლის საკრებულოს წევრობა იყოს.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია