fbpx

კახაბერ ქემოკლიძე პარტიის დაფინანსებაზე – ეს არის სახსრები, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა გავიღეთ

კახაბერ ქემოკლიძე პარტიის დაფინანსებაზე – ეს არის სახსრები, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა გავიღეთ როგორც დონაციაპარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა კახაბერ ქემოკლიძემ პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა:„პარტია „საქართველოსთვის“ დაფინანსების წყაროების შესახებ, როგორც კი ჩაეშვება ის მექანიზმი, თანამედროვე, ევროპული, ძალიან ახალი ქართული პოლიტიკური ლანდშაფტისთვის, თითო თეთრი, თითო ლარი იქნება ცნობილი თუ ვინ შეიძლება სწირავდეს პარტიას როგორც დონაციას.

ეს იქნება არამარტო დღეის პოლიტიკური რეალობისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, არამედ სამომავლოდაც. თქვენ ხომ არ გგონიათ ვიღაცას ასი ათასობით და მილიონობით ლარი აქვს სადღაც დასაწყობებული და ამ ფულს ხარჯავს, ჩვენ ვიმყოფებით ძალიან უბრალო, ჩვეულებრივ ოფისში, ეს არის სწორედ ის სახსრები, რომელიც თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენივე შესაძლებლობების ფარგლებში, მინიმალური ხარჯები გავიღეთ როგორც დონაცია. აი ეს არის რეალობა“, – აღნიშნა კახაბერ ქემოკლიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება