fbpx

გახარიას ინდივიდუალური რეიტინგი გაცილებით მცირე იქნება-ირაკლი კობახიძე

ყოფილი პრმეიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შესახებ ილაპარაკა „პალიტრანიუსის“ ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ

IRI-ის კვლევის თანახმად, 65% გიორგი გახარიას მიიჩნევს მისაღებ საჯარო პირაად.

„ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ როდესაც კვლევა ტარდებოდა, საველე სამუშაოები ტარდებოდა, იმ დროისათვის 90%-ის განმავლობაში, გიორგი გახარია იყო ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი და „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი. ბუნებრივია, ასეთ დროს პარტიის რეიტინგი ეხმარება პერსონალურ რეიტინგს. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ გიორგი გახარიას, როგორც პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მაღალი რეიტინგი და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა IRI-ის კვლევამ”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ გახარიას ინდივიდუალური რეიტინგი გაცილებით მცირე იქნება.

„გამომდინარე იქიდან, რომ პარტიის რეიტინგი განსაზღვრავს პერსონალურ რეიტინგს. თუმცა დაველოდოთ მომდევნო კვლევები, აჩვენებს, ბუნებრივია, ყველაფერს. დღეს ეს საკითხი არც არის აქტუალური, გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი გახარია დღეს პოლიტიკურ პროცესებში არავითარი ფორმით არ არის ჩართული”, – აღნიშნავს კობახიძე.

შეკითხვაზე, გახარიას აქვს განაცხადი პოლიტიკაში ყოფნის შესახებ და ვის შეუქმნის ის საკუთარი პოლიტიკური პარტიით პრობლემას – ხელისუფლებას თუ ოპოზიციას? ირაკლი კობახიძე ასე პასუხობს: „ჩვენ არავითარ პრობლემებს არ ველოდებით”.

\

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება