fbpx

გახარიას დროს ვერ ვიხსენებ ასეთ გრანდიოზულ პროექტებს ,როგორიც ირაკლი ღარიბაშვილმა შექმნა და იქნებ თქვენ გამახსენოთ?-მანჩო გიორგობიანი

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს-

ნურავინ ნუ მიწყენს , მართლა მინდოდა და მინდა , რომ გახარიას გუნდი გახდეს ძლიერი ოპოზიცია, მით უმეტეს , რომ გუნდში ჰყავს ჩემთვის საყვარელი და ძალიან ჭკვიანი ადამიანები იგივე თიკო თვალაძე, რომელსაც ბევრი იცნობთ როგორც ძალიან გონებაგახსნილ, მცოდნე და პატიოსან ადამიანს, იგივე სალომე კობალაძე – ასევე უჭკვიანესი და საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი პროფესიონალი , კიდევ სხვებიც ჰყავს კარგები…მაგრამ ამ წუთას არ ვლაპარაკობ გუნდებზე, მხოლოდ პრემიერებზე მინდა გკითხოთ…აი, რომ ვიხსენებ ირაკლი ღარიბაშვილის საქმეებს, ეგრევე მახსენდება , რომ ირაკლის პრემიერობის დროს დააკავეს კრიმინალი ნაციონალები მერაბიშვილი, უგულავა, ახალაია , დააკავეს ციხეების არაერთი მწამებლი , საქმე აღიძრა ძალიან ბევრი ნაც-დამნაშავის წინააღმდეგ , მეორე საკითხია – მოგვწონს თუ არ მოგვწონს პროკურატურის ნამუშევარი…( ეს ცალკე ვრცელი თემაა) ვაგრძელებ ირაკლი ღარიბაშვილზე , რომლის დროსაც გაკეთდა მაღალბიუჯეტიანი ფონდები საიდანაც ათიათასობით ბენიფიციარმა მიიღო თანადაფინანსებები პროგრამებში “დანერგე მომავალი” და “აწარმოე საქართველოში”, ღარიბაშვილის დროს , მილიარდი იყო გამოყოფილი და კიდევ მილიარდი დაემატა და ეს მაშინ , როდესაც ჩავიბარეთ სააკაშვილ – ბენდუქიძე – კეზერაშვილის გაჩანაგებული სოფლის მეურნეობა და ეკონომიკა ნამდვილ ნოლზე . ნაც-რეჟიმის დროს თბილისში აუცილებლად უნდა გვეჭამა პოლონური ვაშლი, თურქული კვერცხი , ამერიკული ბარკლები , ბრაზილიური ხორცი და ა.შ.. გაუთავებელი სია იყო იმპორტის, ქართველ გლეხებს ბაზარში არ უშვებდნენ… ქართული სოფელი ბაზრის 5-10 % -საც ვერ ავსებდა..ღარიბაშვილის დროს დაიწყო განვითარება და დაბრუნება ქართულმა პროდუქტმა ბაზარზე და უკვე ბევრი უცხოური ნაგავი ჩაანაცვლა ჩვენმა ხარისხიანმა პროდუქციამ…ტურისტების რაოდენობა 200-300 ათასიდან ავიდა 3 მილიონამდე და სტაბილურად დაიწყო მატება ( სულ ბოლოს 5-ზე ავიდა)… საფუძველი ჩაეყარა გრანდიოზულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. შედარებისთვის , რასაც ნაცებმა 9 წელი მოანდომეს, იგივე რაოდენობაზე 2-3 წელი დასჭირდა და დღეს 3-4 -ჯერ მეტია გზის საფარიც (ასფალტი) , ხიდებიც, და ახალი გზებიც …ღარიბაშვილის დროს აიკრძალა მიწის გაყიდვა უცხოელებზე და მოქალაქეობის თუ ბინადრობის მიცემის წესი მნიშვნელოვნად გართულდა , მანამდე “პრახადნოი დვორი” იყო ნამდვილად .., უცხოელებისთვის მიწის მიყიდვაზე 2012-დან კანონის მიღებამდე მეტწილად მორატორიუმი იყო ხოლმე (რასაც ლიბერასტები აპროტესტებდნენ)..ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასაც ღარიბაშვილის დროს მოეწერა ხელი, დაიწყო ვიზალიბერალიზაცია, აღარ გვჭირდება ევროპაში ჩასასვლელად ვიზები…ირაკლის დროს მოწესრიგდა საინვესტიციო გარემო და ყოველ წელს კეთდებოდა მილიარდზე მეტი ინვესტიცია…ღარიბაშვილმა შემოიტანა მილიონზე მეტი დეფიციტური ვაქცინა…ახლა გამახსენეს სოლიდარობის ფონდის შექმნაც, ესეც ირაკლის ინიციატივა იყო…სამხედროებისთვისაც რაც გააკეთა, ყველაფერი ხარისხიანი და განსაკუთრებით მომწონს ირაკლის წამოწყებული “სამხედრო ქალაქი” -იაფიანი და ხელმისაწვდიმი ბინები ამ დამსახურებული ადამიანებისთვის… გახარიას დროს ვერ ვიხსენებ ასეთ გრანდიოზულ პროექტებს და იქნებ თქვენ გამახსენოთ?.. კი , ბატონო , შეიძლება უკვე დაწყებულები გააგრძელა, მაგრამ კიდევ დამატებით რამე სიახლე?..პანკისში , ბასიანში და 20 ივნისს პოლიციელების ჩაქოლვას, ცემას , დაგვიანებულ მოგერიებას , ცუდად დაგეგმილ ამ ოპერაციებს ( რომლებიც აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო!) საერთოდ არ გავიხსენებდი , გახარიას რომ არ ეთქვა – “5 ივლისს სახელმწიფო ჩამოიშალაო” – ძალიან უსამართლო ნათქვამი იყო და მართლა გამიკვირდა … და კიდევ რამაც გამაოცა, გახარიას ხელმოწერამ ნამოხვან -ჰესის კაბალურ ხელშეკრულებაზე და განსაკუთრებით იმ ნაწილში , სადაც ჰექტრობით მიწებს აჩუქებს უცხოელებზე, რაც ჩემი აზრით , საქართველოს კონსტიტუციის გვერდის ავლაა… ნამოხვანის ხელშეკრულებაზე კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია ჩემთვის… მოკლედ, გახარიას მომხრეებს ველი, ჩამომითვალეთ რა გააკეთა ისეთი, რისი აღნიშვნაც აუცილებელია და უნდა მახსოვდეს…ამ ჩართვებშიც , თავის საქმეებზე მეტად ოცნებას აკრიტიკებს და სამი წელი ხომ ეჭირა უმაღლესი თანამდებობები, როგორც ირაკლის და რა მოასწრო, ინტრიგების გარდა, მართლა მაინტერესებს?..ზოგადად, არ მივესალმები ერთმანეთის ლანძღვა-გინებას .. ვთვლი, რომ ქვეყნის დამაქცევარი მხოლოდ ნაცხლისტები არიან… დანარჩენებს აქვს შეცდომები და გამოსწორებაც შეიძლება კიდევ ბევრი რამის…p.s. თბილისელობაზე აქცენტის დასმა 21-ე საუკუნეში ძალიან უხერხულად მჭრის ყურს თუნდაც მე, რამდენიმე თაობის თბილისელს ამით ტრიპაჩობა ძალიან სასაცილო მგონია…

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია