fbpx

შალვა ნათელაშვილი და ნიკა გვარამია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

შალვა ნათეალაშვილი ნიკა გვარამიას გადაცემამ გააღიზიანა და პოსტი დაწერა:

” –თქვენთან ერთად მეც შემზარა წუხელ მთავარ არხზე გათამაშებულმა სცენამ-რაც შეიძლებოდა დამაჯერებელი გაეხადათ სამარცხვინო იპსოსის ე. წ რეიტინგული კვლევები ლეიბორისტულ პარტიასთან მიმართებაში და ვფიქრობ მიიღეს საპირისპირო შედეგი.

მიშა ქუმსიშვილმა თავისი სიმშვიდითა და მაღალი ინტელექტით ასევე სრულად მოიგო ორთაბრძოლა- კალაძე ორი. მთლიანობაში კი 25 წელზე მეტია მიხეილ სააკაშვილი ჯერ ჟვანიასთან,მერე ივანიშვილთან და ახლა ნიკა გვარამიასთან ტანდემში ასე იწყებს ჩვენთვის არჩევნების გაყალბებას- ჯერ სამარცხვინო რეიტინგები,მერე არჩევნების დღეს იგივე ეგზიტ–პოლები და ბოლოს გაყალბებული საარჩევნო ოქმები.

ანუ ძაღლის კუდი არ განემართების კიდევ ერთხელ დადასტურდა. ნიკა გვარამიასთან ყოველთვის ვცდილობ მხოლოდ კარგი გავიხსენო და ასეთი კადრები გონებაში ნამდვილადაა,ვადასტურებ იმასაც,რომ იგი უდავოდ უაღრესად ნიჭიერი მედია მენეჯერია,მაგრამ შემზარა იმან რომ წუხანდელ ნიკაში ვნახე ისევ ის პროკურორი მე რომ 25 წლიანი პატიმრობა გამომიცხადა და თანაც “ბავშვიყლაპია” ,რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდობა არ უყვარს.მეტი რა ვთქვა.

P.S რაც მთავარია მე მუდმივად მაწუხებს კითხვა-რა განსხვავებაა ჩემთვის და რაც მთავარია ქვეყნისთვის ივანიშვილი გაგვიყალბებს არჩევნებს,სააკაშვილი თუ ორივე გუნდი ერთად? “…

ნიკა გვარამიამ უპასუხა ნათელაშვილს:

” პასუხსაც არ გაგცემთ, ბატონო შალვა. უკვე ღირსების საკითხია, თქვენთან დამშვიდობება. და ბავშვიყლაპია მე კი არ ვარ, თქვენ ხართ – 25 წელი რომ სამ ტანცუიუ სამ პაიუს აკეთებთ პარტიისგან, რომელიც ჯერ კიდევ 20 წლის წინ რეიტინგები ლიდერი იყო და დღეს, თქვენი ეგოცენტრიზმის გამო ერთი მისხალით არ გაზრდილა. დიდი ტემპით და შეუქცევადად დეგრადირებს.

სრულიად ცხადია, რომ სანამ არსებობთ მაგ პარტიის ბავშვი ყლაპიაც, დიდებყლაპიაც თქვენ ხართ, და პოლიტიკაში უკვე ქარიყლაპიად იქეცით ერთიდა იგივე ტექსტების გამეორებით უკანასკნელი 20 წელის განმავლობაში და სრულიად არასერიოზული აღქმის პერსონად საკუთარი თავის გამოძერწვაში (არადა შეუძლებელია თქვენი ნიჭიერების არაღიარება). მაგრამ, ეს თქვენი არჩევანია. ჩემთვის გულდასაწყვეტი არჩევანი.

დღეს ედისონის კვლევები ქვეყნდება ფორმუlლაზე. დაველოდები შედეგებს. და თუ ეს შედეგები ჩვენსას დაემთხვევა, ან ბოდიშს მოხდას აირჩევთ, ან პოლიტიკური სახადი გახდებით.სხვაფრივ მშვიდობით მეყოლეთ.

ნუ შეგეშინდებათ, თქვენს თხოვნა-მუდარა-შემოთავაზებებზე არსად არავისთან არასდროს არ ვისაუბრებ ამის შესახებ .”

ამ პოსტს ნიკა გვარამია შალვა ნათელაშვილის საპასუხოდ სოციალურ ქსელში წერს; საქმე ეხება ნათელაშვილის პოსტს, სადაც ის მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებულ კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს.

შეგახსენებთ , მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია და ლეიბორისტული პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილი გადაცემა მთავარ აქცენტებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ: ქუმსიშვილის გაღიზიანება მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებულმა IPSOS GLOBAL-ის კვლევამ გამოიწვია, სადაც ლეიბორისტული პარტიის შედეგი 0.3%-ს შეადგენდა და აღნიშნული მონაცემები მთავარმა არხმა გამოაქვეყნა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება