fbpx



გარდაიცვალა ელიზბარ ერისთავი. გამოჩენილი ქართველი ინჟინერი, ენერგეტიკოსი

დავით მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს-გარდაიცვალა ბატონი ელიზბარ ერისთავი. გამოჩენილი ქართველი ინჟინერი, ენერგეტიკოსი ,ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის პირველი თავმჯდომარე.
1979-1999 წლებში ინსტიტუტ “ქსელპროექტის” დირექტორი , ინსტიტუტის ,რომელმაც დააპროექტა ჩვენი ქვეყნის ყველა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი. უდიდესია ბატონი ელიზბარის დამსახურება მარეგულირებელი კომისიის დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბებაში. ბედნიერი ვარ, რომ წლების განმავლობაში მქონდა ამ დიდებულ, ღირსეულ ადამიანთან ურთიერთობა,მეგობრობა. განსაკუთრებული იყო მისი უდიდესი პატრიოტიზმი და სიყვარული სამშობლოსი და ეს არც იყო გასაკვირი ბატონი ელიზბარი ხომ საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის დისშვილი იყო.
ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია