fbpx

17 სექტემბერს იგეგმება უდიდესი აქცია, მივიღებთ აღელვებულ, დიდ მასას-ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინა – ძალიან არასწორი კუთხით  წავედით, რამდენიმე ქვეყანაში სტადიონები დააცარიელეს და იქ ჩადგეს საწოლები, როცა პრობლემა იყო, საქართველოს საიდან ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებში ჰქონოდა კარანტინი?

ჩვენნაირი პატარა და ღარიბი ქვეყნისთვის სრულიად შეუფერებელი ფუფუნების ნაბიჯები გადავდგით. ზოგი ადამიანი, რომელიც 5 ვარსკვლავიან სასტუმროში მოხვდა, საერთოდ ცხოვრებაში არ იყო სასტუმროში ნამყოფი. რეალურად, დაზარალდნენ პატარა სასტუმროები, რომლებიც ბანკებშია ჩადებული, ჩემი სასტუმროს ჩათვლით, მეც ვეღარ გადავიხდი ბანკის ფულს და თუ გაიყიდება, ვყიდი… ანალოგიურ მდგომარეობაში ყველა პატარა სასტუმრო, სადაც არც საკარანტინო ზონა იყო და ცხადია, ტურისტიც ვერ მიიღო. არ მინდა ჩემ ქვეყანაში დაპირისპირება და ხალხის ქუჩაში გამოსვლა, 17 სექტემბერს დიდი აქცია იგეგმება გიდების, რომლებიც მართლა უპუროდ დარჩნენ, თარჯიმნების, მძღოლების, შეუერთდებიან მაღაზიების, რესტორნების მეპატრონეები და მივიღებთ აღელვებულ, დიდ მასას. რა არის რევოლუციის მთავარი პრინციპი?

როცა დაბალ ფენას დასაკარგი აღარაფერი აქვს, გამოდის ქუჩაში! ჩვენ გამოვდივართ ის დაბალი ფენა, რომელსაც დასაკარგი აღარაფერი გვრჩება. არ დავმალავ, მყავს საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე მეგობრები, მქონდა შეხვედრები და ვეუბნები მათ, რომ არის ჯერ კიდევ გადარჩენის  გზა, მაგრამ უნდა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება, ის კი არა, რომ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს კვერი დავუკრათ და გადავარჩინოთ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ადამიანებზე, ხალხზე, რომლებმაც თავისი სახლები გადააკეთეს სასტუმროებად, ბოლო კაპიკებით შეიძინეს მანქანები და გიდებად მუშაობდნენ – ამ ადამიანებს უნდა მოვეფეროთ, თორემ, ვინც ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს, იმას კიდევ ერთი ან რამდენიმე ასეთის ასაშენებელი ფული ჯიბეში უდევს…

ცხადია, ეს ნორმალურია და ღმერთმა კარგად ამყოფოთ, ეს სეგმენტიც საჭიროა, მაგრამ ისინი არ არიან შენი ამომრჩევლები. კახეთში რომ დიდი სასტუმრო დგას, ეს კახელის სასტუმრო არ არის, არის ჩამოსულის და მე ის კახელი მადარდებს, რომელიც მშიერი დარჩა. მერე ხალხი სვამს კითხვას – აფიორაა? აფიორას იმიტომ არქმევენ, რომ ადამიანები ვერ პოულობენ სწორ სიტყვებს, როგორ დაახასიათონ ასეთი ქცევა მთავრობის. მენეჯმენტი არის არასწორად აწყობილი.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო წელია, დავთვალეთ და პოლიტიკურ გადაცემას გაცილებით ნაკლები აქვს რეიტინგი, ვიდრე სოციალურ თემაზე გაკეთებულ გადაცემას. ადამიანებს უკვე მობეზრდათ  პოლიტიკოსების მოსმენა, წინასაარჩევნო მარათონი, დაიმშა ხალხი, აინტერესებთ სოციალური თემა, პენსია, დახმარება, საბანკო სისტემის თემა და ა. შ.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares