fbpx

გარდაბნის თბოსადგურის დირექტორად გია ბახტაძე დაინიშნა

გარდაბნის თბოსადგურის დირექტორად გია ბახტაძე დაინიშნა ,გია ბახტაძე ან დრომდე ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გახლდათ .

2016-2018 წლებში ის იყო ნავთობის და გაზის კორპორაციის დირექტორი ფინანსურ საკითხებში, შემდეგ კი დირექტორი კომერციულ საკითხებში.
მისი კარიერა ნავთობისა და გაზის კორპორაციაში 2014 წლიდან იწყება.
2014-2016 წლებში გიორგი ბახტაძე გენერალური დირექტორის მრჩეველი გახლდათ;
2007-2012 წლებში მოღვაწეობდა რუსეთში, Mercedes-Benz Bel-ისა და შპს NT Partner-ის წამყვან პოზიციებზე;
2004-2005 წლებში მუშაობდა სს „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციაში“ საერთაშორისო დონორ, საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის ჯგუფის კოორდინატორად;
კარიერის დასაწყისში, 2003-2004 წლებში გახლდათ საგარეო საქმეთა სამინისტროს, საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის მთავარი სპეციალისტი.

გიორგი ბახტაძეს დამთავრებული აქვს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი. ასევე სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში, სადაც მიღებული აქვს ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია;

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება