fbpx

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეას 78-ე სხდომაზე მიიღეს რეზოლუცია საქართველოს შესახებ

“იქს-ნიუსი”-ს ექსკლუზივი!

სულ რამდენიმე წუთის წინ ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეას 78-ე სხდომამ 95 ხმით 12-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან(სამხრეთ ოსეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის გაგრძელების შესახებ!

ეს საქართველოს კიდევ ერთი გამარჯვებაა საერთაშორისო დიპლომატიურ ასპარეზზე.

რეზოლუციის მისაღებად დიდი შრომა გასწია საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ გაეროში და განსაკურებით მისიის ხელმძღვანელმა , სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა ბატონმა კახა იმნაძემ.

დაწვრილებით აღნიშნული რეზოლუციის შესახებ ჩვენი სააგენტო მასალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება