fbpx

გარდაბანში ახალი მინი სტადიონი გაიხსნა

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, დღეს  გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მოედანი განკუთვნილია, როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის სათამაშოდ და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით.

გახსნის ღონისძიებას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი, მერის მოადგილე, ფუად მირზოევი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები – სამირ ხიალოვი, ვუგარ მამედოვი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის ხელმძღვანელი – ლევან მენახშირიშვილი დაესწრნენ.

ადგილობრივ ახალგაზრდებს, სიმბოლურად, ფეხბურთისა და კალათბურთის ბურთები დაურიგდათ.

Ⴑპორტული მოედანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოეწყო

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება