fbpx

“გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” წითელი ჯვრის სამტრედიის ფილიალმა ტრენინგი ჩაატარა

წითელი ჯვრის საზოგადოების სამტრედიის ფილიალის წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო სესია-ტრენინგი გამართეს.

ტრენინგი მოიცავადა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს პირველადი დახმარებისა და კატასტროფების მართვის საკითხებზე. სესიაზე განხილულ იქნა თემა ,,გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე.”

სესია-ტრენინგს უძღვებოდნენ წითელი ჯვრის სამტრედიის ფილიალის კატასტროფების მართვის სპეციალისტი, ირმა შველიძე, პირველადი დახმარების სპეციალისტი, ნონა ტუღუში და მოხალისე ნინი გეგეშიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება