fbpx

გადაიყვანეთ ეგ მკვლელი და ქართველთმოძულე არსება ციხეში – გადაიყვანეთ!!!

საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მეტი პატიმარი იყო – სააკაშვილის დროს.

საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მეტი ნაწამები ქართველი იყო – სააკაშვილის პერიოდში.

საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მეტი მოკლული ახალგაზრდა იყო – სააკაშვილის პერიოდში.

საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მეტი რეკეტი და ბიზნესის ჩამორთმევა იყო – სააკაშვილის პერიოდში.

საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მეტი ტერიტორია დავკარგეთ – სააკაშვილის პერიოდში.

საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მეტი ტელევიზია დაიხურა – სააკაშვილის პერიოდში.

საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მეტი ოჯახი გაუბედურდა – სააკაშვილის პერიოდში.

საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მეტი მოსმენა, მიყურადება და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შექმნა იყო – სააკაშვილის პერიოდში.

საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მეტი შანტაჟი იყო – სააკაშვილის პერიოდში.

საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მეტ არაქართველს მიეცა საქართველოს მოქალაქეობა – სააკაშილის პერიოდში.

საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მეტი პაციენტი უფულობის გამო გარდაიცვალა – სააკაშვილის პერიოდში.

საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მეტი ახალგაზრდა ზედოზირებით გარდაიცვალა – სააკაშვილის პერიოდში.

საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მეტი თვითმკვლელობა იყო – სააკაშვილის პერიოდში.

ამ ყველაფერში სააკაშვილი და მისი გუნდი ნამდვილად იყვნენ პირველები და დამოუკიდებელი საქართველო რაც არსებობს, ასეთი მიზანმინართული ქართველების ამოწყვეტა ისტორიას არ ახსოვს.

და ამ ყველაფრის ფონზე, დღეს გამოდიან სააკაშვილის გოშიები და გვესაუბრებიან რომ, სააკაშვილი არის ის ადამიანი ვინც შექმნა სახელმწიფო და ევროპულ გზას ჩაუშენა საძირკველი..

აი, რა არის მათთვის ევროპა რეალურად და რას ჩაუყარეს საფუძველი – ეს არის ყველაზე მეტი ქართველის ლიკვიდაცია, წამება, დაშინება, დაჩმორება და ბოლომდე მიწასთან გასწორება….

,,,ქვა ქვაზე არ უნდა დარჩეს საქართველოდან” – მიხეილ სააკაშვილი!!!

ყველა სიტყვაზე ვაგებ პასუხს და ვისაც აქვს იმის შნო რომ შემეკამათოს, მზად ვარ გიპასუხოთ….

ეს ყველაფერი რაც ზემოთ მიწერია, გავიარეთ თითოეულმა ქართველმა, გავიარეთ, გავიარეთ და ძალიან, ძალიან, ძალიან ცოტა დრო არის გასული იმისთვის რომ რაიმე დაგვავიწყდეს…

ამას რომ ვწერ, თან ცრემლები მადგება და ყელში ბურთი მეჩხირება და გააზრებულად და გაბრაზებულად მინდა მივმართო ოცნებას: სააკაშვილს ეკუთვნის სამუდამო პატიმრობა, სამუდამო და არა 6 წელი და ისიც 3 ოთახიან აპარტამენტში… ნუ გვამწარებთ, ნუ გვაგიჟებთ……. ავარიის გამო რომ სხედან ციხეებში სანამ ის პატიმრები გაგიჟდნენ და მოითხოვეს ისეთივე პირობები როგორიც აქვს სააკაშვილს, გადაიყვანეთ ეგ მკვლელი და ქართველთმოძულე არსება ციხეში – გადაიყვანეთ!!!წერს ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება