fbpx

თამარ ჩიბურდანიძე: განაჩენის გამოცხადებისთანავე გავრცელდა სააკაშვილის განცხადება, ახალი გეგმა ჩართო, ბრძოლისა და შეტევის დროაო – „სიკვდილი“ მომენტალურად გადაიფიქრა

გუშინ, როგორც კი სასამართლო განაჩენი გამოცხადდა, მაშინვე გავრცელდა სააკაშვილის განცხადება, ახალი გეგმა ჩართო, ბრძოლისა და შეტევის დროაო – „სიკვდილი“ მომენტალურად გადაიფიქრა, – ასე ეხმაურება საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, სასამართლო პროცესის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებას.

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პოლონეთი მზადაა, სამკურნალოდ მიიღოს სააკაშვილი და აგროვებს ხელმოწერებს ევროკავშირში საქართველოს ხელისუფლებისადმი შესაბამისი მიმართვისთვის, ადასტურებს, რომ დასავლეთში სააკაშვილის საქართველოში დარჩენისა და მისი ალაპარაკების ეშინიათ. 

„ოღონდ სააკაშვილი გადმოგვეცითო სამკურნალოდ და პირობას გაძლევთ, იგი პოლიტიკას აღარასოდეს დაუბრუნდებაო. პირველი – სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების აღარავის ეშინია. იგი იყო საპნის ბუშტი, რომელიც გასკდა და დამთავრდა, როგორც პოლიტიკოსი. მეორე – ევროპას სააკაშვილის საქართველოში დარჩენის აშკარად ეშინია. პოლონეთმა სააკაშვილის გუშინდელი განცხადება, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედო, უარყო. სააკაშვილმა სიკვდილისა და მოწამვლის გეგმა, რომელიც მანამდე მოქმედებდა, გააშიშვლა, სააშკარაოზე გამოიტანა. პოლონეთის განცხადება ერთგვარი ვაჭრობა იყო საქართველოსთან. მათ სააკაშვილის პირის გაღების ეშინიათ. მიხეილ სააკაშვილი არის გაუწონასწორებელი პიროვნება, მისი მოთოკვა ძალიან რთულია – უცხოეთში იმის გარანტია არ აქვთ, რომ თუკი იგი საქართველოში დარჩება, არაფერს იტყვის“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება