fbpx

ბოლნისის ორ სოფელში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით დაახლოებით იტალიის მსგავსი სიტუციაა-პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ბოლნისის ორ სოფელში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით დაახლოებით იტალიის მსგავსი სიტუციაა.

,,ბოლნისის რაიონში არის ორი სოფელი, სადაც, პრაქტიკულად, თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობაზე, იქ, დაახლოებით, იტალია ხდება. მსჯელობა იყო იმაზე, თუ როგორ უნდა მოხერხდეს აქ სიტუაციის კონტროლი, მითუმეთეს, როდესაც საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება, მერე რა გზებით, რა საშუალებებით, მოხერხდეს სიტუაციის კონტროლი”, — განუცხადა იმნაძემ რუსთავი 2-ს.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 723 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 12 გარდაიცვალა, 495 გამოჯანმრთელდა

გაუზიარე!

0Shares
0 0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია