მერმა სტაჟიორებისგან უშუალოდ მოისმინა ინფორმაცია სტაჟირების მიმდინარეობის, მათი საქმიანობის შესახებ და ახალგაზრედებს წარმატებები უსურვა.
მუნიციპალიტეტის მერის თქმით, აღნიშნული პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ საჯარო სექტორის საქმიანობას, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და განივითარონ პროფესიული უნარები. მიღებული ცოდნა და გამოცდილება კი საკუთარი მუნიციპალიტეტის განვითარებას მოახმარონ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირებას 5 სტაჟიორი გადის.
შეხვედრას მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი ესწრებოდა.