fbpx

ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ ინამ კერიმოვს შეხვდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ქვემო ქართლის
წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის
მეურნეობის მინისტრ ინამ კერიმოვს შეხვდა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება ქვემო ქართლის წარმომადგენლობითი
დელეგაცია, სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის ხელმღვანელობით.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების
მერები და რუსთავის საკრებულოს დეპუტატი.
ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და ქვემო
ქართლის დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ მილი მეჯლისის დეპუტატს და
საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის
ხელმძღვანელს არზუ ნაგიევს.
საქართველოს დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტს 15 ივლისს დაასრულებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება