fbpx

დაიწყო სამტრედიის მერიის მხარდაჭერით და შპს “ჯეო ჰოსპიტალს”-ის სამტრედიის სამედიცინო ცენტრის მიერ მოსახლეობის უფასო მრავალპროფილიანი სამედიცინო გამოკვლევები

მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაიწყო სამტრედიის მერიის მხარდაჭერით და შპს “ჯეო ჰოსპიტალს”-ის სამტრედიის სამედიცინო ცენტრის მიერ მოსახლეობის უფასო მრავალპროფილიანი სამედიცინო გამოკვლევები.

ოფთალმოლოგიური გამოკვლევები “ჯეო ჰოსპიტალს”-ის სამტრედიის სამედიცინო ცენტრის სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩაატარა.

მოსახლეობას ადგილზე კონსულტაცია და კვლევა ოფთალმოლოგმა, ნიკოლოზ ჩუბინიძემ გაუწია.

გამოკვლევების მიმდინარეობას დაესწრო და მოქალაქეებს გაესაუბრა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია მეიშვილი.

დავით ბახტაძე- ,,ჩვენ ჯეო ჰოსპიტალსთან კარგი თანამშრომლობითი ურთიერთობა გვაქვს. დღევანდელი აქციაც ამის მაგალითია. მოსახლეობის საქიროებებზე გათვლილ პროექტებს მუნიციპალიტეტის მერია მუდმივად დაუჭერს მხარს.”

სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის დირექტორის ლელა ხურციძის განცხადებით, მსგავსი აქტივობები მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება