fbpx

ბოდბელ მიტროპოლიტს,მეუფე იაკობს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბოდბელ მიტროპოლიტს, მეუფე იაკობს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან შეხება არ ჰქონია.

ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა

„მას პატრიარქთან შეხება არ ჰქონია და არც 25 დეკემბერს უწმინდესის აღსაყდრების 43-ე წლისთავთან დაკავშირებულ შეხვედრაზე არ ყოფილა საპატრიარქოში“, – გვითხრა მამა ანდრია ჯაღმაიძემ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ 25 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 43 წელი შეუსრულდა, ამ დღესთან დაკავშირებით კი ილია მეორეს მეუფეები საპატრიარქოში ესტუმრნენ.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია