fbpx

ბექა ოდიშარია – ევროპა 2012 წლის მერე არ უნდა „ქართულ ოცნებას“, თუ გახარია რომ გადადგა, ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და გუნდიდან წავიდა მაშინ, როდესაც ეს ღალატის ტოლფასი იყო?

ევროპა როდის მერე არ გვინდა, 2012 წლის მერე არ უნდა „ქართულ ოცნებას“, თუ გახარია რომ გადადგა, ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და გუნდიდან წავიდა მაშინ, როდესაც ეს პრაქტიკულად ღალატის ტოლფასი იყო? – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საქმით ამტკიცებს, რომ სურს ევროპაში, პატიოსნად ასრულებს ყველა დავალებას, რაშიც ხელს უშლის „ნაცმოძრაობა“ და სხვა მისი ანასხლეტები.

„ძალიან მძიმე, ღრმა ანალიზში ჩავარდნილა გიორგი გახარია. არსებობს პოლიტიკოსების ერთი ნაწილი, რომელიც გამიჯვნის მერე ბიძინა ივანიშვილს აყვედრიან, რომ ის გააძლიერეს თავის დროზე, 2012 წელს. თუ მართლა ასე მიაჩნიათ, ბრიყვები არიან. ეს ნარატივი იმდენად კომედიური ჟანრიდან არის, ვინც ამ ნარატივს უერთდება იმ პოლიტიკოსების სერიოზული კომენტირებისგან თავს შევიკავებ.
შემხვედრ კითხვას დავუსვამდი ბატონ გახარიას, ევროპა როდის მერე არ გვინდა, 2012 წლის მერე არ უნდა „ქართულ ოცნებას“ თუ ის რომ გადადგა, ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და გუნდიდან წავიდა მაშინ, როდესაც ეს პრაქტიკულად ღალატის ტოლფასი იყო?
„ქართული ოცნება“ საქმით ამტკიცებს, რომ სურს ევროპაში, ბეჯითად და პატიოსნად ასრულებს ყველა დავალებას, ამაში ხელს უშლის ნაციონალური მოძრაობა და სხვა მისი ანასხლეტები. „ქართულ ოცნებას“ აქვს თავისი მიღწევები ამ გზაზე, იცით თქვენ ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულება, 12 რეკომენდაციაზე მუშაობა, ცხრა ჯგუფის შექმნა და ა.შ. ეს არის სინამდვილე და რაშიც მათ უნდა რომ შეგვიყვანონ და ახლა რადიკალურ ოპოზიციას გახარიაც შეუერთდა, ამას ქვია ყალბი დილემა, სიყალბე. არასოდეს საბოლოო ჯამში სიყალბეს და ტყუილს სიმართლეზე არ გაუმარჯვია. “- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება