fbpx

დავით ქართველიშვილი – შეაჩერონ ევა კაილის წამება და არაადამიანური მოპყრობა, მისცენ საშუალება ზე-ცივილიზებულ პირობებში მოიხადოს სასჯელი, რომელიმე სანიმუშო პენიტენციურ სისტემაში – მაგალითად საქართველოში

რა ემოცია უნდა გეუფლებოდეს, როდესაც euronews.com-ის იმ ინფორმაციას გაეცნობი, რომ იტალიელ პარლამენტართა ჯგუფმა წერილით მიმართა ევროპარლამენტის თავმჯდომარეს რობერტა მეცოლას, რომ მის პატიმარ თანათავმჯდომარეს, ევა კაილის, ბელგიის ციხეში არასათანადოდ ეპყრობიან – კამერაში ცივა, ქალს კი არ აძლევენ მეორე საბანს და მცირეწლოვან შვილთან შეხვედრის უფლებას… – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ეს ემოცია აუცილებლად მისაღები რეზოლუციის კონტურებს იძენს მასში, რომ შეაჩერონ ქალბატონის წამება და არაადამიანური მოპყრობა, მისცენ საშუალება ზე-ცივილიზებულ პირობებში მოიხადოს სასჯელი, რომელიმე სანიმუშო პენიტენციურ სისტემაში – მაგალითად საქართველოში, მაგრამ თანამედროვე დასავლური “ცივილიზაციით” ტანჯული და ნაწამები ყველა თუ ჩვენთან გადმოვივყვანეთ, მათი “ფასეულობების” რეალურ ფასს ვინ და როგორ გაუგებს?

„რა ემოცია უნდა გეუფლებოდეს, როდესაც euronews.com-ის იმ ინფორმაციას გაეცნობი, რომ იტალიელ პარლამენტართა ჯგუფმა წერილით მიმართა ევროპარლამენტის თავმჯდომარეს რობერტა მეცოლას, რომ მის პატიმარ თანათავმჯდომარეს, ევა კაილის, ბელგიის ციხეში არასათანადოდ ეპყრობიან – კამერაში ცივა, ქალს კი არ აძლევენ მეორე საბანს და მცირეწლოვან შვილთან შეხვედრის უფლებას…
ეს ემოცია რაღაც აუცილებლად მისაღები რეზოლუციის კონტურებს იძენს ჩემში, რომ შეაჩერონ ქალბატონის წამება და არაადამიანური მოპყრობა, რომ მისცენ საშუალება ზე-ცივილეზებულ პირობებში მოიხადოს სასჯელი, რომელიმე სანიმუშო პენიტენციურ სისტემაში – მაგალითად საქართველოში. მაგრამ თანამედროვე დასავლური “ცივილიზაციით” ტანჯული და ნაწამები ყველა თუ ჩვენთან გადმოვივყვანეთ, მათი “ფასეულობების” რეალურ ფასს ვინ და როგორ გაუგებს? ამიტომ ჩემს წარმოსახვებში ვიფიქრე – ისე იყოს, როგორც არის, რა გაეწყობა და “ჩემი რეზოლუციის” ტექსტი მეხსიერებიდან წავშალე…“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება