fbpx

ბაღდათში სისხლის უანგაროდ გაღების აქცია გაიმართა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ა.ა.ი.პ.-ების წარმომადგენლებმა, დღეს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სისხლის ბანკის აქციაში მიიღეს მონაწილეობა. დონორების მიერ გაღებული სისხლი ლეიკემიით და ონკო დაავადებების მქონე ბავშებს მოხმარდება. დღესვე დონორებს აქციის ფარგლებში უფასოდ ჩაუტარდათ შემდეგი ანალიზები: სისხლის ჯგუფი და რეზუსფაქტორი, ჰეპატიტი-C, B, აივ ინფექცია და სიფილისი. აქცია ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება