fbpx

ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 99 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა

ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 99 ოჯახს საკუთრების
დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონში
მცხოვრებ 99 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი
მოწმობები გადასცა. დედაქალაქის მერის თქმით, 2017 წელს
დაწყებული პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართები
2000-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.
„დღეს ნაძალადევის რაიონში 99 ოჯახს გადავეცით
საკუთრებაში საცხოვრებელი სახლები. ეს ძალიან
მნიშვნელოვანი პროგრამაა. ჩვენი მხრიდან ყველანაირი
მხარდაჭერა და თანადგომა ექნებათ იმ ოჯახებს, ვინც
ანალოგიურ მდგომარეობაშია. მათ აუცილებლად უნდა
მიმართონ იმ რაიონის გამგეობას, სადაც ისინი ცხოვრობენ და
აუხსნიან, თუ რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ
იმისთვის, რომ შემდეგ დაუკანონდეთ ეს ფართები. ძალიან
მიხარია და ვულოცავ ამ ოჯახებს. უკვე 300 მილიონ ლარზე


მეტის ქონებაა დაკანონებული მათთვის“, – განაცხადა კახა
კალაძემ.
მოწმობები აღნიშნულ ოჯახებს იმ საცხოვრებელი ფართების
დაკანონების შემდეგ გადაეცათ, რომლებშიც ისინი წლების
განმავლობაში ცხოვრობდნენ. მათ ფართები
მუნიციპალიტეტისგან სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად
შეისყიდეს.
დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ქონების მართვის
სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე და
ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე
იმყოფებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება