fbpx

ბაღდათის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ფასადზე, ზაალ ებანოიძის ლექსი განთავსდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ფასადზე, თანამედროვე ქათველი პოეტის, გ. ტაბიძისა და ლ.ასათიანის პრემიების ლაურეატის ზაალ ებანოიძის ლექსი განთავსდა. ღონისძიება შალვა კამლაძის საავტორო ლიტერატურული პროექტის “ლექსი კედელზე”- ფარგლებში მოეწყო. რომელიც სიმბოლურად პოეტ ზააალ ებანოიძის დაბადების დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. აღნიშნული პროექტის მიზანია, როგორც კლასიკოსი ასევე თანამედროვე ავტორების და ქართული დამწერლობის, კერძოდ კალიგრაფიის- ხელით წერის კულტურის პოპულარიზაცია და საინტერესო, ესტეტიურად სასიამოვნო ფასადების შექმნა. ზაალ ებანოიძის ლექსის კულტურის სახლის კედელზე განთავსება, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. ზაალ ებანოიძის ლექსი საქართველოს მაშტაბით რიგით 30-ე ლექსია, რომელიც ლიტერატურული პროექტის ფარგლებში კედელზე განთავსდა და მისი კალიგრაფი ლიკა მუშუქიაა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება