fbpx

ბაღდათის მუნიციპალიტეტმა, წყლის რესურსების დაცვის დღე წყალტუბოს მუნიციპალიტეტთნ ერთად აღნიშნა

ბაღდათის მუნიციპალიტეტმა, წყლის რესურსების დაცვის დღე წყალტუბოს მუნიციპალიტეტთნ ერთად აღნიშნა, 22 მარტს მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბაღდათის მუნიციპალიტეტმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და ეკოლოგიის წრის პედაგოგ ცირა ბერეკაშვილს უმასპინძლა. ახალგაზრდებმა ,,წყალტუბოს ისტორია ,, კარსტული მღვიმეები,, ,,უნიკალური, სამკურნალო თვისებების თერმული წყალი,, პრეზენტაციის ფორმატში წარმოადგინეს. შეხვედრას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ კიკნაველიძე, საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ირინა ტყეშელაშვილი, საქართველოს პარლამენტში ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი თამთა ჯიხვაძე, ასევე მერიის კულტურის და ტურიზმის სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ. ოფიციალური შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდები კურორტ საირმეს ეწვივნენ, სადაც მათ სპა ცენტრი, საკურორტო პოლიკლინიკა დაათვალიერეს და 4 ტიპის ბიუვიტის წყალი დააგემოვნეს. ასევე დაათვალიერეს ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი. წყლის საერთაშორისო დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს უმასპინძლა. მოსწავლეებმა წყალტუბოში პრომეთეს და თეთრა მღვიმეები, ასევე წყალტუბოს აბანოები და ეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიერეს და მუნიციპალიტეტის მერს შეხვდნენ. ბაღდათი და წყალტუბო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს გაცვლითი ღონისძიებებით რამდენიმე წელია აღნიშნავს. ბაღდათის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები 2017 წლიდან ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის სრულუფლებიანი წევრია. წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ბაღდათის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის, ასევე ტურიზმის სამსახურები უწევენ ორგანიზებას

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება