fbpx

ბაიდენი მზად არის უკრაინაში წასასვლელად, მაგრამ ჩვენ პრეზიდენტს უკრაინაში არ ვაგზავნით – აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.

თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ  განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში არ იგეგმება.

„ის ყველაფრისთვის მზად არის. ის მზად არის უკრაინაში წასასვლელად, მაგრამ ჩვენ პრეზიდენტს უკრაინაში არ ვაგზავნით“, – აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.

14 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა  ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა მზად, უკრაინაში გაემგზავროს.

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია უკრაინაში აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნის გაგზავნაზე მუშაობს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია