fbpx

ახლა მეუფე შიოზე მიიტანეს ისტერიული შეტევა-გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი-ახლა მეუფე შიოზე მიიტანეს ისტერიული შეტევა. მისი ქადაგების კონტექსტიდან ამოიღეს ერთი წინადადება და ინტერპრეტირებენ როგორც აწყობთ. რა არის გაუგებარი მეუფის ნათქვამში?! ან რად უნდა გვჭირდებოდეს ქადაგება იმის გასაგებად, რომ ბოროტების პატიებისა და დაუსჯელობის ვალდებულება არ არსებობს, არანაირ კონტექსტში. მითუმეტეს, რომ ჩამდენი არც ინანიებს და მეტიც, სწორ გზად მიაჩნია დესპოტური მართვა იმ ხალხის, რომელსაც, თურმე, თუკი ფეხქვეშ არ მოიქცევ, არაფერი ესმის. სწორედ ეს თქვა სააკაშვილმა ერთ ერთ გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბარში, მკაფიოდ, უწმაწური სიტყვებით და ფორმით

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია