fbpx



ახალი დეტალები დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ

23 წლის გოგოს, თამარ ბაჩალიაშვილის სამართალდამცველები უკვე მეოთხე დღეა ეძებენ.

ოჯახის წევრები სამძებრო სამუშაოში ჩართვას ითხოვენ და ასევე ახალგაზრდა გოგოს დაკარგვის ახალ ვერსიებზე საუბრობენ.

დაკარგული გოგოს დედა თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა განათლება საფრანგეთში კიბერუსაფრთხოების დარგში მიიღო. დედა იმასაც, ამბობს, რომ დღემდე არ იცოდა მისი შვილის სად მუშაობდა.

23 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ გაუჩინარებამდე 2 დღით ადრე თამარი სამსახურიდან წამოვიდა, რამდენიმე დღის წინ კი ოჯახს გოგონას დირექტორი დაუკავშირდა.

სამძებრო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე სოფელში მიმდინარებოს, სამუშაოებში ჩართულია 60-მდე პოლიციელი.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალეიშვილი ქვემო ფონიჭალაში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან დილის 11 საათზე გავიდა. ის ვერცხლისფერი “ჰიუნდაით” გადაადგილდებოდა.

12 საათზე მანქანა მარნეულში დაფიქსირდა, შემდეგ კი თეთრიწყაროს სოფელ ხიხანში. მისი კვალი უკვე სოფელ გოლთეთში იკარგე.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია