fbpx

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სამტრედიის მერიაში შეხვედრა გაიმართა

დღეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მერიის კულტურის სამსახურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მხარდაჭერით და საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. მოგეხსენებათ, რომ 1999 წელს 12 აგვისტო გაეროს მიერ აღიარებული იქნა, როგორც ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე. საქართველოს მთავრობა ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად მუდმივად მუშაობს ახალგაზრდების შესაძლებლობების გაზრდასთან დაკავშირებით. ვინაიდან ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულება ახალგაზრდების განათლება და დასაქმების ხელშეწყობაა. შეხვედრაზე, სამტრედიელ ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოში არსებული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისა და დასაქმების შესაძლებლობის შესახებ. შეხვედრაზე ონლაინ ჩაერთო პროგრამა FLEX კურსდამთავრებულები ნინო გობაძე და ანკა კერესელიძე, რომლებიც დაწვრილებით ისაუბრეს არსებული პროგრამის შესახებ. ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის შესახებ ისაუბრა Dunkin & WENDY S – HR ნანუკა ინასარიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება