fbpx

იუსტიციის მინისტრის პასუხი პატიმარ იოსებ გოგაშვილს

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი რატი ბრეგაძე  ადას­ტუ­რებს, რომ პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე სოსო გო­გაშ­ვი­ლი მისი ოჯა­ხის წევ­რებს შეხ­ვდა.

რო­გორც მი­ნის­ტრმა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, შეხ­ვედ­რა შედ­გა გო­გაშ­ვი­ლის მო­თხოვ­ნით და კა­ნო­ნის დაც­ვით.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, გო­გაშ­ვი­ლის ქცე­ვა იყო და­დე­ბი­თი და შე­სა­ბა­მი­სად, გარ­კვე­უ­ლი წა­ხა­ლი­სე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით იყო ეს შეხ­ვედ­რა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

“გო­გაშ­ვი­ლი სა­უბ­რობ­და იმის შე­სა­ხებ, რომ შედ­გა მისი შეხ­ვედ­რა ოჯა­ხის წევ­რებ­თან, ამას და­ვა­დას­ტუ­რებ. ნამ­დვი­ლად შედ­გა გო­გაშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რა მის ოჯა­ხის წევ­რებ­თან, მი­სი­ვე თხოვ­ნით და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სრუ­ლი დაც­ვით. ცნო­ბი­ლია, რომ ამ გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლებს გრი­ფით “სა­ი­დუმ­ლო“ ადევს და მე მხო­ლოდ იმას გე­ტყვით, რომ ოჯა­ხის წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რა იყო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სრუ­ლი დაც­ვით.

ასე­ვე მინ­და ვთქვა,რომ ბა­ტო­ნი გო­გაშ­ვი­ლი დიდ მად­ლი­ე­რე­ბას გა­მო­ხა­ტავ­და პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მართ. მისი ქცე­ვაც იყო და­დე­ბი­თი და შე­სა­ბა­მი­სად, გარ­კვე­უ­ლი წა­ხა­ლი­სე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით იყო ეს შეხ­ვედ­რა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი“,- გა­ნა­ცხა­და ბრე­გა­ძემ.

  • რაც შე­ე­ხე­ბა გო­გაშ­ვი­ლის საშ­ხა­პე­ში შეყ­ვა­ნას და მას­თან შს მი­ნის­ტრის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარს, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, აპი­რე­ბენ თუ არა იმ კად­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ გა­დაჰ­ყავთ გო­გაშ­ვი­ლი საშ­ხა­პე­ში, მი­ნის­ტრმა უპა­სუ­ხა, რომ ზო­გა­დად ყვე­ლა პა­ტი­მა­რი სარ­გებ­ლობს საშ­ხა­პე­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბით, მათ შო­რის გო­გაშ­ვი­ლი და შე­საძ­ლოა, მა­ნაც ისარ­გებ­ლა ამ უფ­ლე­ბით.

“რა უნდა და­ვა­დას­ტუ­რო? პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყვე­ლა ქმე­დე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე და ვერც ერთი უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბა იქ ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. გი­დას­ტუ­რებთ ერ­თა­დერ­თს, რომ შედ­გა შეხ­ვედ­რა მას და მისი ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის. ნე­ბის­მი­ერ­მა ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა ათა­სი რამ გა­ნა­ცხა­დოს.

ზო­გა­დად ყვე­ლა პა­ტი­მა­რი სარ­გებ­ლობს საშ­ხა­პე­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბით, მათ შო­რის გო­გაშ­ვი­ლი და შე­საძ­ლოა, მა­ნაც ისარ­გებ­ლა ამ უფ­ლე­ბით და შე­სუ­ლი იყო საშ­ხა­პე­ში. მე არ ვიცი მან რა თქვა, მაგ­რამ ეს ინ­ფორ­მა­ცია არის პერ­სო­ნა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ინ­ფორ­მა­ცია და მე არ ვსა­უბ­რობ მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის პერ­სო­ნა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე.

ჩვენ გვა­მოძ­რა­ვებს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მიზ­ნე­ბი. ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვართ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე. გუ­შინ გავ­რცელ­და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მარ­თვა, მათ შო­რის ჩემი მი­სა­მარ­თი­თაც. მინ­და და­ვამ­შვი­დო და ვთქვა, რომ მისი უსაფრ­თხო­ე­ბა სრუ­ლად და­ცუ­ლი იყო და შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც შედ­გა, ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და“,- გა­ნა­ცხა­და ბრე­გა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სოსო გო­გაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტებ­მა და ოჯა­ხის წევ­რებ­მა გუ­შინ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს სა­პა­ტიმ­რო­ში 28 ივ­ლისს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა და­უ­რე­კა და და­ე­მუქ­რა. ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ცნო­ბი­ლია, რა ნომ­რი­დან ხდე­ბო­და იო­სებ გო­გაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბა და ასე­ვე, რა ნო­მე­რი იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი იმ ტე­ლე­ფონ­ში, რომ­ლი­თაც იგი პა­სუ­ხობ­და შს მი­ნისტრს. გარ­და ამი­სა, თა­ვად სოსო გო­გაშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლა წე­რი­ლი, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მან მე-12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­ი­ღო მუ­ქა­რა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა­გან, რომ თუ არ გა­ჩერ­დე­ბო­და და სა­სურ­ველ ჩვე­ნე­ბას არ მის­ცემ­და, მისი და მისი ოჯა­ხის გა­ნად­გუ­რე­ბა მოხ­დე­ბა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება