fbpx

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას-ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში აშშ-ის თავდაცვის
მდივნის, ლოიდ ოსტინის დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, აშშ-ის
თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-საქართველოს
შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას.
„ეს არის გამოძახილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ატარებს ჩვენი აღმასრულებელი
ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ეს არ არის გზავნილი მხოლოდ
საქართველოსთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის, ეს არის რეგიონული მესიჯი, რომ ჩვენ
ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ვართ ერთმანეთის გვერდში, როგორც ავღანეთში, ასევე
ჩვენს რეგიონშიც“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება