სამგორის რაიონის გამგეობამ, მიმდინარე წელს, ცხრა თვის განმავლობაში
შვიდი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტი განახორციელა.
სპორტული სივრცეები მოეწყო შემდეგ მისამართებზე:
დიდი ლილო, ი. გოგებაშვილის № 16-ის მიმდებარედ;
ვარკეთილი 3, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის № 8-ის მიმდებარედ;
ვარკეთილში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის № 1-ის მიმდებარედ;
ქვემო სამგორი, წმინდა ბარბარეს უბანი, ნაკადული III გასასვლელის მიმდებარედ;
ემირ ბურჯის ქუჩა № 57-ის მიმდებარედ;
ლოჭინის დასახლება, № 1 კორპუსის მიმდებარედ;
ჯავახეთის l შესახვევი, № 1 კორპუსის მიმდებარედ;
სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოებისთვის სამგორის რაიონის გამგეობის
ბიუჯეტიდან 1 319 100 ლარი დაიხარჯა.