fbpx

აქტიურ ფაზაში შედის სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით პროექტების დაგეგმარება

აქტიურ ფაზაში შედის სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით პროექტების დაგეგმარება. დღევანდელ თათბირზე, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდნენ, სოფლის მხარდაჭერის და პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის – სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებაზე იმსჯელეს. ,,აუცილებელია მუნიციპალიტეტში შეიქმნას სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის დასაქმების შესაფერისი გარემო, რათა პროგრამა განხორციელდეს ეფექტურად. მნიშვნელოვანია სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები კოორდინირებული მუშაობით უნდა შესრულდეს. მაქსიმალურად შევეცადოთ, დავიცვათ მოსახლეობის ინტერესები და ვუზრუნველყოთ ადგილობრივების აქტიურად ჩართულობა.”- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა. თათბირი, რომელსაც საკრებულოს წევრები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ინტერაქტიულ რეჟიმში, პროექტების დეტალურად განხილვით გაგრძელდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია