fbpx

ძლიერი თოვის გამო, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ძლიერი თოვის გამო, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საავტომობილო გზებზე
გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მცხეთა-მთიანეთის
რეგიონში საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში
მიმდინარეობს, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი და ტარდება ყველა აუცილებელი
ღონისძიება ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნებისათვის. იწმინდება
სოფლის შიდა საუბნო გზებიც.
ადგილობრივ ხელისუფლებას, არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით,
მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვს. ამჯერად, მცხეთა-მთიანეთის
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, თიანეთის
მუნიციპალიტეტის მერ ლევან წიკლაურთან ერთად, ჟებოტის ადმინისტრაციულ
ერთეულში იმყოფებოდა, სადაც გზებზე არსებულ ვითარებასა და გაწმენდით
სამუშაოებს გაეცნო.
ამასთან, მხარის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძეს რეგიონში შემავალი
ოთხივე მუნიციპალიტეტის მერთან აქტიური კომუნიკაცია აქვს, რათა ცენტრალურ
და შიდა გზებზე, უამინდობის გამო, შექმნილი პრობლემები დროულად
აღმოიფხვრას.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაცია ავრცელებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება