fbpx

არც “ტვ პირველს“ და არც სხვა რომელიმე მედია საშუალებას “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არანაირი პრობლემა არ შეექმნება-მამუკა მდინარაძე

მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში არც “ტვ პირველს“ და არც სხვა რომელიმე მედია საშუალებას “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არანაირი პრობლემა არ შეექმნება, – ეს განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

როგორც მან განაცხადა, კანონით ჟურნალისტს, პარლამენტის წევრს, ასევე სასულიერო პირს აქვს უფლება თავისი საქმიანობის დროს მოპოვებული ინფორმაცია არავის არ გადასცეს და არ გაამხილოს ინფორმაციის წყარო.

მდინარაძემ დღეს ისიც განმარტა, რომ ყველა იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც სასამართლოს ამოღების ღონისძიებასთან დაკავშირებით გამოაქვს, წერია ის წესი, რაც ამოღების საგამოძიებო მოქმედებს ახლავს თან.

“შეჭრაზე საუბარი არის მოგონილი ამბავი – არავინ არსად შესვლას არ აპირებს! თხოვნა გვაქვს – ნუ მოვიგონებთ პრობლემებს და შემდეგ ამ მოგონილ პრობლემებზე ნუ გავბრზადებით. ნუ შევქმნით პანიკას იქ, სადაც არა თუ საპანიკო, არამედ გასანერვიულებელიც კი არაფერია!“, – განაცხადა  მამუკა მდინარაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება