fbpx

“დაბალი ღობე” მნახეთ მე თუ კანონი კილაძეზე არ ვრცელდება?-ვაჟა ნოზაძე

ომის ვეტერანი ვაჟა ნოზაძე სოციალურ ქსელში წერს-შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა რაც ვინმე ბინძურმა ცილისმწამებელმა ელისო კილაძემ, რომელიც სავარაუდოდ შემჩნეულია ,მრავალჯერ ნარკოტიკების დიდი რაოდენობით გამსაღებლის რანგში, რომელმაც ინტერვიუ ჩაწერა ავსტრიაში მცხოვრებ ჩემთვის უცნობ ვინმე ადელინასთან და ორგანიზებულად ბრალს მდებენ ძალადობაში!…

სასწრაფოდ დაკითხეთ ეს ორი ცილისმწამებელი არსება და გაარკვიეთ ვინ დააფინანსა კილაძე რომ ჩემი სახელი შეებღალა! … იმ იმტერვიუში ნახსენებია ასევე თითქოს მე ვმეგობრობ პრემიერ ღარიბაშვილთან (რომელსაც რათქმა უნდა არ ვიცნობ) და თითქოს ვარ მისი “კარტელის” წარმომადგენელი!…. ბატონებო ეს ორმაგი სტანდარტი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს, ადრეც ჰქონდა ამ ბინძურ და ცილისმწამებელ კილაძეს ჩემზე ცილისმწამებლური საჩივარი შემოტანილი ე.წ.

მუქარაზე და რატომღაც რეაგირება თქვენი მხრიდან იყო მყისიერი და ჩემს მიმართ და იმავე ინტერვიუში პრემიერის მიმართ ცილიწამებაზე ორ თვეზე მეტია არ გაქვთ რეაგირება, მე მაშინვე დავიკითხე და რა ხდება? “დაბალი ღობე” მნახეთ მე თუ კანონი კილაძეზე არ ვრცელდება?!… ამ წუთას ეს ბინძური და ცილისმწამებელი არსება ტვ პირველში ყელმოღერებული ზის და ჭკუას გვარიგებს!…. ის ე.წ. ინტერვიუ კილაძეს უდევს პირად კედელზე! ველოდები თქვენს რეაგირებას!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება