fbpx

არც გაიფიქროთ! აკერმანის გზას დაადგებით-დავით ქართველიშვილი

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი-

მეორე დღეა სოციალური ქსელების “ბლოკბასტერია” – უკრაინაში მებრძოლი, ვინმე “გამაძღარი” ამერიკელი ბენჯამენ ვილქროუს სატელეფონო აღიარება, რომელიც თითქოს და მან (აუთენტურობა დადგენილი არაა) მისცა ერთ-ერთ რუს სამხედრო კორესპონდენტს. ამ აღიარებაში მან მოჰყვა, თუ როგორ აწამეს “ქართული ლეგიონის” მებრძოლეებმა ტყვედ ჩავარდნილი 18 წლის რუსი აგრესორი: ფეხებზე დანით კუნთები გადაუჭრეს, ჩააგდეს მდინარე “სევერნი დონეცში” იმის სანახავად, შეძლებდა თუ არა ამ მდგომარეობაში მის გადაცურვას, ხოლო ნაპირიდან მასზე დამიზნებით სროლაში ვარჯიშობდნენ თურმე, სანამ არ მოკლეს…

მე არ ვიცი, ვინ არის ეს ამერიკელი, მე ვიცი ერთი რამ – ამ ვიდეომ თუ აუდიომ, რუსეთში ანტიქართული ისტერია გამოიწვია – ეს ერთი. არა იმ ფაქტის გამო, რომ უკრაინაში რუსებს ქართველებიც ებრძვიან. ამ ტყვესთან კონკრეტული დამოკიდებულების გამო. მეორე – გვიახლოვდება “დიდგორობა”, როგორ დავიჯერო, რომ ქართული მებრძოლი სული ესოდენ დაეცა და წინაპართა გენეტიკური ჯაჭვის რგოლი – მათზე გაწყდა. ამიტომ, არ ვიჯერებ და არც მინდა დავიჯერო, და მსგავს “ქართველებში” ჩემს მტერს არ ვუსურვებდი ჩაგდებას.

მაგრამ, ვიჯერებ და მჯერა ანტირუსული ეიფორიის გაღვივებისა საქართველოში – არა ბრძოლის, არამედ ჰუმანიტარულ ველზე – იგივე ტურიზმის სფეროში და არა მხოლოდ. ჯერ “კაპიტანი გიგაური” ცდილობს თავის “გამჭირვალე საქართველოთი” გაზვიადებული, რეალობას აცდენილი სტატისტიკით ააფეთქოს რუსოფობია – აქვეყნებს რა გამრუდებულ მონაცემებზე დაყრდნობით, რუსეთ-საქართველოს მზარდი ეკონომიკური ურთიერთობების სურათს. რა თქმა, არ უხარია. რა თქმა უნდა, რუსებზე ქვეყნის ეკონომიკისა და ენერგეტიკის გამყიდველი – დღეს ამ დადებით ბალანს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იყენებს.

შემდეგ – ვხდებით ცალკეული დაწესებულების მიერ რუსი ტურისტებისთვის შემოღებულ შეზღუდვებს. რისი თქმა მინდა – კერძო დაწესებულებებთან არანაირი პრეტენზია არა მაქვს, რა ტიპის “ფეის-კონტროლს” დააწესებენ. უბრალოდ, ამ ტენდენციამ იმ დონის “საგმირო” განწყობებზე არ გადაგიყვანოთ ზოგიერთები, რუსების “ჩა-კუ-კლუქს-კლანება” დაიწყოთ საქართველოს ტერიტორიაზე. არც გაიფიქროთ! აკერმანის გზას დაადგებით!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება