ეს არის სამინისტრო, რომელიც მუდმივად ვითარდება და პროგრესზეა ორიენტირებული. ოპოზიციას ექნება საშუალება, რომ დასვას კითხვები, იმედი მაქვს, ახლა მაინც იქნებიან დარბაზში ბოლომდე და საქმიანად, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„თუმცა, ჩვენ ჩვენი მხრივ გვაინტერესებს, თუ რა არის სამომავლო გეგმები, თუ როგორ შეიძლება დაუჭიროს მხარი პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის სისტემაში შემავალ სტრუქტურებს შემდგომ განვითარებაში, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ კიდევ უფრო ევროპული სერვისები“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
დღეს პარლამენტი იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მოუსმენს