fbpx

ბაჩო ოდიშარია: დაწყებულია „ოსკარის“ კამპანია „მოქალაქე წმინდანის“. ჩემი ამერიკაში ვიზიტის მიზანია ამ კამპანიაში დახმარება. ძალიან პოზიტიური გამოხმაურებებია ფილმზე

ეროვნულმა კინოცენტრმა რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „მოქალაქე წმინდანი“ შეარჩია. ამჟამად ფილმის ჩვენება აშშ-ში, „ოსკარის“ კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობს. ამის შესახებ კინოცენტრის კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ბაჩო ოდიშარიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

ბაჩო ოდიშარია, რომელიც თავადაც ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, აცხადებს, რომ ფილმს ძალიან პოზიტიური გამოხმაურებები აქვს კინოაკადემიის იმ წევრების მხრიდან, ვინც „ოსკარზე“ უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ნომინირებულ ფილმებს ხმას აძლევენ.

„დაწყებულია „ოსკარის“ კამპანია „მოქალაქე წმინდანის“. ჩემი [ამერიკაში] ვიზიტის მიზანია ამ კამპანიაში დახმარება. ჩვენებები იმართება, სადაც მოდიან ამერიკის კინოაკადემიის წევრები, ვინც შემდეგ ხმა უნდა მისცეს უცხოენოვან კატეგორიაში მოსახვედრ ფილმებს. მე უფრო რთული წარმომედგინა და მეგონა, რომ ბევრი სამუშაო იქნებოდა. ძალიან პოზიტიური გამოხმაურებებია ფილმზე. გუშინ მაგალითად „სოჰო ჰაუსში“ იყო ჩვენება, სადაც დარბაზი სრულად იყო დაკომპლექტებული აკადემიის წევრებით. სრული დარბაზი დარჩა ფილმის შემდეგ ერთი საათი არაფორმალურ დისკუსიაზე რეჟისორთან და პროდიუსერთან. ყველას მოსწონს ფილმი. 90-მდე ფილმი იბრძვის ნომინაციისათვის და აქ არის დიდი სახელები და ისეთი ქვეყნები, რომლებსაც გაცილებით დიდი ფინანსური რესურსი აქვთ იმისთვის, რომ ეს კამპანია აწარმოონ, უფრო მეტად შექმნან „ოსკარის“ ხმაური. „მოქალაქე წმინდანი“ ძალიან ძლიერი ფილმია და გვაძლევს შესაძლებლობას. ვინც კი ნახა, ყველა ძალიან პოზიტიურადაა განწყობილი. დღეს არის ასევე ჩვენება სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში, სადაც აგრეთვე მოვლენ აკადემიის წევრები და იმედია გუშინდელივით წარმატებულად ჩაივლის ეს ჩვენება. „მოქალაქე წმინდანი“ ასევე მონაწილეობს აზიური ფილმების ფესტივალში და იქაც ძალიან მაღალი მოლოდინია, რომ მთავარ პრიზს თუ არა, რაიმე მნიშვნელოვან კატეგორიაში გამარჯვებას მოიპოვებს“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება